მალამო "ცოცხალი" - "vita" -
მალამო "ცოცხალი" - "VITA" - ს ანოტაცია
მცენარეულ და ფუტკრის ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული მალამო, "ცოცხალი" - "VITA" ახდენს ქსოვილის უჯრედებში მიმდინარე იმუნობიოლოგიური პროცესების მოდულაციას და ორგანიზმის შინაგანი ფერმენტებისა და პრეპარატში არსებული ეთერზეთების მეშვეობით სწრაფად და უვნებლად კურნავს კანისა და ლორწოვანი გარსის ვირუსულ, ინფექციურ, ანთებით, სოკოვან, წყლულოვან და ჩირქოვან დაავადებებს. ასევე, ხსნის რბილი და ხრტილოვანი სხეულის სხვადასვა პრობლემებს. არის ძლიერი ტკივიგამაყუჩებელი და რეგენერაციული თვისებების გამაძლიერებელი საშუალება.
ჩვენებები:
საშვილოსნოს ყელის ფსევდო და ჭეშმარიტი ეროზია, კოლპიტი, ცისტიტი
წითელი ქარი
ნებისმიერი ხარისხის დამწვრობა, ნაღრძობი, დაჟეჟილობა.
კანის სოკოვანი დაავადებები, ალერგიული და კონტაქტური დერმატიტი.
ბუასილი, ჩირქოვანი ჭრილობები, ვარიკოზული წყლულები.
ფრონტიტი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი, რევმატიზმი.
ნეკნთაშუა, სამწვერა და საჯდომი ნერვის ანთება - ნევრალგია.
პროსტატის, წინამდებარე, მკერდქვეშა და ლიმფური ჯირკვლების ანთება.
აქრობს ცხიმოვან პაპილომების, მეჭეჭებს.
შენახვის ვადა 2 წელია, ინახება მზის სხივებისაგან დაცულ, გრილ გარემოში. უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები დაფიქსირებული არ არის. აფთიაქებიდან გაიცემა ურეცეპტოდ.